პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სხდომაზე მხარი დაუჭირა “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონს “უცხოური გავლენების აგენტების’შესახებ.
კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
ინფორმაციისთვის, კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: – სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.
პარლამენტში ბიუროს სხდომა სხდომა ხვალ, 10:00 საათამდე გადაიდო.
მანამდე კი, განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ხმაურიანი პროტესტი იყო. აქცია მიმდინარეობდა შენობის გარეთაც, პროტესტის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში “მონებოს”, “არა რუსულ კანონს” და “მოღალატეებოს” შეძახილებისა და სტვენის ფონზე შეაცილეს.
ავტორი