“ქართული ოცნების” დეპუტატი ქეთი დუმბაძე ადასტურებს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტს ხმა მისცა.
“ტექნიკური ხარვეზი იყო, გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე”, – თქვა დუმბაძემ.
აღსანიშნია, რომ მსგავსი განმარტება გააკეთა კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი მეძმარიაშვილმაც. მისივე თქმითაც, კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქეთი დუმბაძე ერთ-ერთი იყო იმ ოთხი დეპუტატიდან (ქეთევან დუმბაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და ირაკლი მეძმარიაშვილი), რომელთაც ოქმის მიხედვით, უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის კენჭისყრისგან თავი შეიკავა. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს ხმა არ მისცა.
წყარო: bm.ge