საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონპროექტისთვის მეორე მოსმენაზე მხარი არ დაუჭერია და ტექნიკური პრობლემა იყო. სამხარაძის კომენტარი პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
1 მომხრე, 35 წინააღმდეგი წინააღმდეგი – ამ შედეგით დღეს მეორე მოსმენაზე “უცხოური გავლენების კანონპროექტი” ჩავარდა. ერთადერთი, ვინც კანონპროექტს ამჯერადაც მხარი დაუჭირა დიმიტრი სამხარაძე იყო. კანონის წინააღმდეგ ხმა სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს არ მიუციათ.
“კანონის გაწვევით აგენტები აღარ იქნებით თუ ვინმეს დააჯერებთ რომ არ ხართ? სიხარულიც ფეიკური აქვთ. ამ კანონმა მისი დანიშნულება შეასრულა! საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ ვინ არის უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი! შუბლზე გამოგესახათ ჯაშუშის ნიშნები, რასაც ვერასდროს ჩამოირეცხავთ!” – დაწერა დიტო სამხარაძემ Facebook-ზე.
ცნობისთვის, კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ კრიტიკის, აქციებისა და დარბევების შემდეგ მიიღო.