კაფე ბართან დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა… მოკლული ნიკა თუთაშვილია. 24 წლის, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. გლოვობს ბათუმი, კაფე ბართან დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა…
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ახალგაზრდის უბედურება… _ წერს სოციალურ ქსელში “შოთო სიხარულიძე ემიგრანტების იმედი”.
ინფორმაციისთვის, შემთხვევა გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 24 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.