“მიხეილ სააკაშვილი “სიკვდილთან ახლოსაა საქართველოს ციხეში” – ამ სათაურით საერთაშორისო გამოცემა The Times სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ,,შიშობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “სიკვდილთან ახლოსაა” მას შემდეგ, რაც გასულ წელს ციხეში ლითონებით მოწამლული იყო, მათ შორის ვერცხლისწყლით.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორი ვადით იყო პრეზიდენტი 2004-13 წლებში და ხელმძღვანელობდა ე.წ. ვარდების რევოლუციის საპროტესტო აქციებს, რომლებმაც გადააყენეს წინა პრეზიდენტი თანამდებობიდან, მეორე ვადის დასრულების შემდეგ საქართველოდან უკრაინაში გაემგზავრა და მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს ძალადობის ბრალდებით, ახლა ციხეში სავარაუდო მოწამვლის გამო, წონის მკვეთრ კლებას განიცდის.
The Times წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში “ოპოზიციის გაძლიერების მცდელობს მიზნით”, მუნიციპალური არჩევნების დაწყებამდე დაბრუნდა.
The Times-ი ციტირებს მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოცემა Sky News-თან, სადაც ის ამბობს, რომ “დაპატიმრებამდე 120 კგ იყო, ახლა კი 64”. “თუ 60 კილოგრამს ჩამოვცდები, ექიმები მრავლობითი ორგანოს უკმარისობას წინასწარმეტყველებენ“, – ამბობს სააკაშვილი.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს: “სულ საწოლში ვარ… ჩემი ძვლები იშლება და ეს გაუსაძლისად მტკივნეულია”.
ავტორი