ცნობილი ოზურგეთელი ფერმერი, პროფესიით აგრონომი, აკაკი ღლონტი, 1 მარტიდან, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (ანასეული) უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე დაინიშნა.
მან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაკანსიის შემდეგ, კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
აკაკი ღლონტი არის გაეროს სერტიფიცირებული ექსპერტი, სოფლის მეურნეობის საკითხებში. კვალიფიკაცია გავლილი აქვს ამერიკაში, ბალტიისპირეთში (ლიტვა).
2006-07 წლებში, ორგზის გამარჯვებულია კონკურსში: “ფერმერული მეურნეობები“, ნომინაციაში „საუკეთესო ფერმერი ან აგროფირმა“.
აკაკი ღლონტი ასევე, წლების მანძილზე მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფლის მეურნეობის სპეციალისტად. პარალელურად კი ატარებდა ტრენინგებს, „ელკანას“ ეგიდით, ბიომეურნეობის საკითხებზე, დასავლეთ, საქართველოს რეგიონებში.
და ბოლოს, აკაკი ღლონტი დიდი ხანია, არის „გურია ნიუსის“ („კარმიდამოცემი“) აქტიური რესპოდენტი და მრჩეველი.
ვულოცავთ, ბატონ კაკოს ამ თანამდებობაზე დანიშვნას და ვუსურვებთ ჩვეულ წარმატებებზე კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს.
ავტორი