დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მოიერიშე თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
“ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავსი ოპერაცია ორმა ქვეყანამ ერთად განახორციელა”, – წერს BBC.
გამოცემის ინფორმაციით, Typhoon-ის ტიპის ორმა თვითმფრინავმა გზა გადაუჭრა ავიატანკერს Ил-78, რომელიც დაფრინავდა პეტერბურგსა და კალინინგრადს შორის.
არსებული ინფორმაციით, რუსულმა საწვავის შემავსებელმა თვითმფრინავმა ვერ შეძლო ესტონეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლთან დაკავშირება.
ბრიტანული და გერმანული გამანადგურებლები NATO-ს წევრ ქვეყნების საჰაერო სივრცეში გეგმიურ ერთობლივ საჰაერო მოვალეობებს ასრულებენ.
“NATO აგრძელებს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საყრდენის ფორმირებას. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ძალების ერთობლივი განლაგება ბალტიისპირეთში აშკარად აჩვენებს ჩვენს კოლექტიური გადაწყვეტილებას, NATO-ს საზღვრების ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამავდროულად, ჩვენი ერთობლივი სიძლიერის დემონსტრირებას ახდენს”. – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰეპეიმ.
ავტორი