ჯინსების თაობამ მიუტანა დამოუკიდებლობა ამ ქვეყანას და დახეული ჯინსების თაობა არავის დაანებებს”, ამის შესახებ ჟურნალისტმა ლევან ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ეს არ იყო მარტო ერთ აქციაზე სტუდენტების გამოსვლა, მარტო ერთჯერადი აქტიურობა არ იყო.
ეს უკვე თაობათა შორის ბრძოლაა, “მამათა და შვილთა ბრძოლის” სახელით ცნობილი ჩვენს რეალობაში და ეს ბრძოლა წლები გაგრძელდება.
ამ ბრძოლას, როგორც ამგვარ ყველა წინა ბრძოლებს, შვილები მოიგებენ. არც ერთ მეტ–ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში, ეს ბრძოლა მამებს არ მოუგიათ.
მე მამათა თაობას ვეკუთვნი, მაგრამ ეს გარდაუვალია და ვაღიარებს.
30 წელი გვქონდა საიმისოდ, რომ ამ ბავშებისთვის ნორმალური ქვეყანა აგვეშენებინა, ნორმალურად ეცხოვრათ, მაგრამ ვერ შევძელით. მეტიც, ჭაობსა და შლამში, უპერსპექტივობაში ჩავტოვეთ.
ჰოდა, თავად ამოვლენ ამ ჭაობიდან, ჩვენს გასაკეთებელსაც გააკეთთებენ, თავისასაც და ხელს მაინც ნუ შვუშლით, ხელს ნუ ვკრავთ, რომ უკან არ ჩავარდნენ და არ ჩაიხრჩონ ჭობში ჩვენსავით”.