6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ეკვადორში – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.
ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC)-ს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. არიან თუ არა დაღუპულები და დაშავებულები ჯერჯერობით უცნობია.