სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში. ბაგებში მომხდარ თავდასხმაში, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა. დაშავებულია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთი ვერსიით, მას დაზიანება ბლაგვი საგნით და ხელკეტებით მიაყენეს.
თვითმხილველების თქმით, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. წყნეთის გზატკეცილის 19 ნომერი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. მიმდინარეობს საგამოძიენო მოქმედებები.
ამ დროისთვის, სისხლიანი დაპირისპირების მოტივი უცნობია. თვითმხილველების თქმით, ეს სავარაუდოდ ჩასაფრება იყო.
წყარო: მთავარიტვ