https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ…” _ 12 წლის გოგონას ბურუსით მოცული ტრაგედია

15:34; 22.03.2023
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

არ ვიცი, ამ შეშლილ სამყაროში რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ რა დროც არ უნდა გავიდეს, გულსა და გონებაში სამუდამოდ ჩამრჩება 16 მარტის ღამე, ჩემს უბანში, დიდი დიღმის ქუჩებს მოდე­ბული დაზაფრული ხალხის ხმა – “ანი!..” ხანდახან პროფესია იმაზე მეტის გაკეთებას ითხოვს ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია.

ღამის 23 საათისთვის სოციალური ქსელის ჯგუფში დაიწერა, რომ დიდ დიღომში 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს ეძებდნენ. აღწერილი იყო მისი გარეგნობა, სამოსი, მითითებული იყო საკონტაქტო ნომრებიც, სავარაუდოდ, მშობლების. რამდენიმე წუთში მთელი ქუჩა, უბანი გამოვიდა და ერთ დიდ ტალღად იქცა. მოზარდის სახელი ექოსავით ისმოდა კორპუსებს შორის, ქუჩის ბნელ ადგილებში, ხეივნებში, სკვერთან, ქვეითად მოსიარულე ადამიანებისგან, მანქანებიდან… პარალელურად, ახლობლები რეკავდნენ მის მეგობრებთან, ნაცნობებთან – არავინ არაფერი იცოდა. 12 წლის ოქროსფერთმიანი ანა მხოლოდ მისი ოჯახის კი არა, გარშემო ყველა ქალისა და კაცის შვილი იყო. ვეძებდით ყველგან, ტელეფონის ფარნებით, ხელის ცეცებით, ვუხმობდით ჯერ გაუბედავად, შემდეგ მთელი ხმით. გამვლელებს ვეკითხებოდით, გრძელთმიანი, მწვანექურთუკიანი გოგონა ხომ არ შეუმჩნევიათ. მისი პოვნის მოლოდინის ყოველი წუთი, ყოველი ადამიანის გაბზარული ხმა გულის ჩხვლეტასავით მტკივა. რატომღაც მეგონა, რომელიმე მარკეტიდან ან სკვერიდან გამოვიდოდა, გაოცებული, საყვედურნარევი თვალებით, დამორცხვებული და იტყოდა, აქა ვარ, ტელეფონი დამიჯდაო, როგორც მისი თაობის ბავშვები ამბობენ ასეთ დროს. ტელეფონი ნამდვილად დაუჯდა, ოღონდ შიშისგან გადარეული მშობლების ასობით ზარის შემდეგ. ხალხი ყოველ წუთს მატულობდა. ადგილზე იყო პოლიციაც. პარალელურად, სოციალური ქსელის ჯგუფში იდებოდა კომენტარები, პოსტები იმ იმედით, რომ გოგონაზე ვინმეს რამე ეცოდინებოდა.

ასე გავიგეთ, რომ გვიან ღამით, 23 საათის შემდეგ, ქალმა ნახა გოგონა, რომელიც საქანელაზე ქანაობდა. ისევ გაჩნდა იმედის ნაპერწკალი – თუ იმ დროს იქვე, ეზოში შენიშნეს, იქნებ მართლა შორიახლოს იყო, ტელეფონი დაუჯდა, დრო გაეპარა. შემდეგ ჩოჩქოლი შემოგვესმა და სამ კორპუსს შორის მოქცეულ სკვერთან, ავტოფარეხის გვერდით მოვგროვდით. იქ მყოფებმა თქვეს, რომ გოგონა უგონოდ იყო. შემდეგ მოგუდული ტირილის ხმები მომესმა. გოგონასთან პირველად მშობლები მივიდნენ. “თბილია”, – თქვა ვიღაცამ… “ცოცხალი აღარაა”, – აღმოხდა სხვას. მუხლებზე დაცემული დედა შვილის გათბობას საკუთარი სხეულით ცდილობდა და ღმერთს ეხვეწებოდა: “მაჩუქე, ანის სიცოცხლე, გთხოვ”… დავინახე ძირს გართხმული გოგონაც, რომელიც თავის დაიკოს ევედრებოდა, არ დამტოვოო… შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადაც, რომლის თანამშრომლები თითქმის 40 წუთის განმავლობაში გოგონას ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, მაგრამ ამაოდ – ოფლში გახვითქული ექიმები ხელებჩამოყრილი გამოვიდნენ. პოლიციელები, კრიმინალისტები ხელების აწევით გვთხოვდნენ, არაფერი გვკითხოთო…

– აქ რა უნდოდა, ამ ადგილას როგორ­ აღმოჩნდა, ვინ მიიყვანა ამ სკვერში, რისთვის?­ – კითხულობდნენ გაოგნებული ახლობლები.

ამ უმძიმეს კითხვაზე პასუხს მას შემდეგ გავიგებთ, რაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში 12 წლის მოზარდის სიკვდილის მიზეზი გაირკვევა კვლევის შედეგად. “ამჟამად აღებულია ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის და დასრულების შედეგად შეჯამდება არსებული სურათი და გაიცემა დასკვნა. როგორც კი სიკვდილის მიზეზი დადგინდება, ვაცნობებთ გამოძიებას”, – განაცხადეს ექსპერტიზის ბიუროში.

მანამდე კი 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სპეციალისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად საკვებით გამოწვეული ასფიქსია სახელდება.

არ არის გამორიცხული, შს სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს, მანამდე კი, ექსპერტიზის დასრულებამდე, უწყება ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ჯერჯერობით საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

 

“გოგონასთვის განსაკუთრებული არაფერი შემიმჩნევია, გარდა იმისა, რომ ძალიან თხლად ეცვა”

 

მაკა კვაჭაძემ გოგონა ბოლოს ნახა. როგორც მან “კვირის პალიტრას” უთხრა, დაახლოებით ღამის 11 საათისთვის ეზოში, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა, საქანელაზე ქანაობდა.

– ჩქარი ნაბიჯებით ამოვიდა “ლელოს” სტადიონის ქვედა მხრიდან და საქანელაზე ჩემგან ზურგით დაჯდა. კი ვიფიქრე, მარტო რატომაა, ალბათ, ვიღაცას ელოდება-მეთქი. სახეზე ვერ ვხედავდი, მაგრამ მივხვდი, რომ ასაკით პატარა იყო. აქ ხშირად არიან ბავშვები, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც სეირნობს ან საქანელებზე ჯდება და ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა. მერე მოვიდა და ჩემს ძაღლს მიეფერა, თქვენიაო, კი-მეთქი, რა ლამაზიაო… ისეთი არაფერი შემიმჩნევია, გარდა იმისა, რომ ძალიან თხლად ეცვა – მოკლე შორტი და ზევითაც თხელი მოსაცმელი. სხვა რამ თვალშიU არ მომხვედრია, აღელვება ან ნერვიულობა. რამე საეჭვო რომ შემემჩნია, ვკითხავდი. შემდეგ ისევ პეტრიწის ქუჩისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა…

უამრავი კითხვა დამისვეს, რატომ არ გეუცნაურათ იმ დროს ბავშვის გარეთ ყოფნაო. ეს რომ მოზარდის გარეთ ყოფნის პირველი შემთხვევა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, თვალში ცუდად მომხვდებოდა, მაგრამ ასეთ დროს უამრავი ბავშვი ბრუნდება რეპეტიტორებისგან, სხვადასხვა წრიდან, ახლო დასახლებაა, პირველად ხომ არ გაუვლია მოზარდს? შემდეგ გავიგე, რომ სწორედ იმ მხარეს, საითაც წავიდა, ბნელ ადგილას უპოვიათ. ვიღაცამ თქვა, ახლოს “ჩიფსის” პარკი ნახესო. მე არაფერი შემიმჩნევია. რა არ ითქვა, ალბათ, ვიღაც აეკიდაო, მაგრამ მე იმ დროის განმავლობაში არავინ დამინახავს, მარტო იყო.

 

“კრიმინალისტები გვეუბნებიან, ძალადობის ნიშნები არ იკვეთებაო”

 

გოგონას ნათესავი (ბებიის ძმა) მანუჩარ­ დვალი ამბობს, რომ ანა საღამოს 9 საათისთვის უფროს დეიდაშვილთან ერთად ეზოში სასეირნოდ გავიდა. დაახლოებით 10-ის ნახევრისთვის მასთან კონტაქტი გაწყდა. ოჯახი რეკავდა, ჯერ ზარი გადიოდა,­ შემდეგ კი მობილური გაითიშა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მისი გათიშული მობილური ტელეფონი, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად წაიღო.

– ჩემი დისშვილები ერთ სართულზე­, მეზობლად ცხოვრობენ. შვილებსაც ერთად­ ზრდიან. ანა ეზოში უფროს დეიდაშვილთან ერთად ჩავიდა სასეირნოდ. ის უფრო ადრე ამოვიდა და ანაზე თქვა, ასე მითხრა, კიდევ ერთ წრეს დავარტყამ და ამოვალო. ანას ოჯახს ეგონა, დეიდაშვილთან იყო, იმათ კი, პირიქით, შინ ეგონათ… ასე გავიდა დრო. 10-ის ნახევრიდან უკვე ყველამ დაიწყო რეკვა, მაგრამ ვერ დაუკავშირდნენ. რომ ატყდა ყვირილი, ვიპოვეთო,­ ცოცხალი გვეგონა, მაგრამ რომ მივედით, გაგუდული იყო. როგორც კრიმინალისტებმა თქვეს, ყელთან მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა, კოლჰოტი ჰქონდა გახეული. სახე მიწით დასვრილი და პირშიც ჰქონდა მცირე რაოდენობით. რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს მისი მობილური ტელეფონი, ასევე­ მშრალი სუპის პაკეტი, რომელსაც შესაძლოა სასუნთქი გზების გაჩერება გამოეწვია. პირზე დუჟი ჰქონდა. როგორც ამბობენ, გულიც არევია. ბავშვი საღ-სალამათი გავიდა სახლიდან და მკვდარი ვიპოვეთ. რა უნდა ვიფიქროთ, არ ვიცი. კრიმინალისტები გვეუბნებიან, ძალადობის ნიშნები არ იკვეთებაო. სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობენ. როდესაც ცხედრის გაკვეთაზე დამირეკეს, ოჯახმა კატეგორიული უარი თქვა. ღმერთმა ყველას ოჯახი დაიფაროს იმ უბედურებისგან, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება…

“რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ…”

ხატია, 37 წლის:

– ამ უბანში ყველა ერთმანეთს იცნობს. გოგონას ოჯახსაც ვიცნობ, ძალიან კარგი, მშვიდი და შეთანხმებული ოჯახია. დებს, მაგდასა და ანის ხშირად ვხედავდი ერთად. თვალებიდან არ ამომდის მისი ღმუილი, როდესაც დის ჯერ კიდევ თბილი სხეული ნახა მიწაზე. უბედურ დედ-მამაზე არაფერს ვამბობ. ღმერთმა შეაძლებინოთ ცხოვრების გაგრძელება…

ძალადობის ვერსია იმიტომ წამოვიდა,­ რომ ბავშვი იმ დროს იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო, თან ყელზე მცირედი დაზიანებებიც ჰქონია. კი ითქვა, რომ ყელზე დაზიანება სასიკვდილო ვერ იქნებოდა, მაგრამ უმწეო ბავშვის გაგუდვა პირზე ხელის აფარებით და ცხვირის დაცობითაც შეიძლება.­ ბნელ და მიტოვებულ ადგილას თვითონ არ მივიდოდა და ამიტომაც ითქვა, შესაძლოა იცნობდა ვიღაცას, ვისაც ენდო და ვინც შემდეგ მოკლა და, ალბათ, იმ ადგილას მერე მიიყვანაო… გარშემო მაღალსართულიანი კორპუსებია, თან ახლო-ახლო და რამე ხმაური რომ ყოფილიყო, პირველ რიგში მე გავიგებდი, რადგან იქვე მაღაზია მაქვს და გვიანობამდე მიწევს ყოფნა. ქუჩაში რას ლაპარაკობენ, პირველი-მეორე სართულის ბინადრებს ესმით. კივილის ხმა რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა ბავშვის საშველად. ეტყობა, მართლა გადასცდა მშრალი სუპი, მერე გული აერია და გაიგუდა. შესაძლოა საკვები რომ გადასცდა, იფიქრა, გულს ავირევო და მოფარებულში შევიდა.

წელიწადზე მეტია, რაც იმ ადგილასა და სტადიონის ჩაყოლებაზე გარე განათების ნათურები გადამწვარია. ხშირად ვრეკავთ მერიაში, გამგეობაში, მაგრამ თავს არავინ იწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსები ახლოს არის, საღამოობით აქ მაინც არის უსიამოვნო შეკრებები, განსაკუთრებით ზაფხულობით. ხშირად გარჩევებია, სკოლიდან გამოპარული ბავშვებიც იყრიან იქ თავს, სიგარეტს და კიდევ ვინ იცის, რას ეწევიან. ვინც ძაღლს ასეირნებს, სულ წუწუნებენ, რომ არაერთხელ უნახავთ ერთჯერადი შპრიცები. ბიჭები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, იქ ლუდსა და არაყს სვამენ, ამიტომაც აქციეს ნაგავსაყრელად. ეს ღამე ხდება, თორემ დღე, სულ ხალხი მიდი-მოდის. ღამით ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო იქაურობა, შესაძლოა ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ…

ძალადობა თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მერცხალივით ბავშვი, რომელიც ჩვენ თვალწინ იზრდებოდა და ეზოში ასკინკილას თამაშობდა, ერთ ღამესაც შინ გარდაცვლილი მიასვენეს. ეს ტრაგედიაა, რომელსაც მიზეზი აუცილებლად ექნება და იმედია, გამოძიება პასუხს გასცემს…

წყარო: კვირის პალიტრა

გაზიარება185Tweet116Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25 დეკემბერი, 2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:59; 25 დეკემბერი, 2025
სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24 დეკემბერი, 2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24 დეკემბერი, 2025

რა ელის საქართველოს, თუ რუსეთმა მიზანს მიაღწია და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა

ბოლნისში დაკარგული 9 წლის ბიჭი იპოვეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:59; 25.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ცნობილი ექიმი ლეო თოიძე გარდაიცვალა

10:52; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

10:40; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

10:23; 25.12.2025
საზოგადოება

მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

10:15; 25.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება _ რა ღონისძიებებს ნახავთ 25 დეკემბერს

10:07; 25.12.2025
სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო