საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „ჯორჯიან თაიმსის” წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია მაგდა პაპიძე, _ ინფორმაციას ეთიკის ქარტია ავრცელებს.
“სადავო მასალა მედიასაშუალების ეთერში გავიდა 2023 წლის 23 იანვარს.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელა მისი და მისი ოჯახის მიმართ.
განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეექვსე (კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები”, _ წერია ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.