განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისის გარეუბანში. მუხიანის მე-4 მიკრო ნაიონში, 42-ე კორპუსში – დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.
64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, კაბინას ცეცხლის წაუკიდეს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით. ამიტომ გარდაცვლილს გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გარდა დამწვრობაც აქვს მიღებული.
მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც მას სადარბაზოში დახვდა.
დანაშაულის ადგილი მუხიანის მეოთხე მიკრო რაიონის 42-ე კორპუსი დილის საათებში გახდა. აქ 64 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს. მოკლილი კაცი რამაზ ბასილაძეა.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალდებული 39 წლის მამაკაცია.
სავარაუდო მკვლელი მოკლულს იცნობდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა პირად კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე ცნობით, დამნაშავეც მუხიანში ცხოვრობს.
მთელი დღის განმავლობაში, საგამოძიებო მოქმედებების არეალი რამდენჯერმე გაიზარდა. ადგილზე, სამართალდამცველებთან და კრიმინალისტებთან ერთად, კინოლოგებიც მუშაობდნენ.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სწორედ სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა თქვას რა გახდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. გამოძიება 108, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
წყარო: პრაიმტაიმი