რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.
„უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი წამოვიდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, აიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ და ბავშვი მობრუნდა, ლაპარაკობდა. ღმერთმა გადაარჩინოს”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ბავშვი ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, ბავშვს მენჯ-ბარძაყის ოპერაცია უტარდება.