უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 26 მარტამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 170 550 ;
- ტანკი – 3 595;
- ჯავშანტექნიკა – 6 947;
- საარტილერიო სისტემა – 2 631;
- სარაკეტო სისტემა – 522;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277;
- თვითმფრინავები – 305;
- ვერტმფრენი – 291;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 216;
- საკრუიზო რაკეტები – 911;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 486;
- გემი/ნავი/კატარღა – 18;
- სპეციალური აღჭურვილობა – 282.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის 25 მარტის მონაცემებით, სულ განადგურებულია უკრაინის:
- 404 უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი;
- 224 ვერტმფრენი;
- 3 573 უპილოტო საფრენი აპარატი;
- 414 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
- 8 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
- 1 072 რავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
- 4 428 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
- 9 114 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.