რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკოსები არიან შეკრებილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
ამასთან, მედიკოსები საავადმყოფოში იბარებენ ჯანდაცვის მინისტრსაც.
იმ შემთხვევაში თუ დაიწყება საავადმყოფოს დემონტაჟი რა ბედი ელის დასაქმებულებს – სწორედ ეს კითხვა აქვთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ ექიმებს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან.
ექიმებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორთანაც სურდათ გასაუბრება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
„გვაინტერესებს კლინიკის მომავალი როგორ განვითარდება, ამისთვის ვართ შეკრებილი რომ ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება. მნიშვნელოვანია სწორი განმარტება მივიღოთ იმის შესახებ რა და როგორ იქნება“, – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.