15 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სკოლის მოსწავლეზე ძველ ფარდულში სისტემატურად ძაალდობდა. ბოლო გაუპატიურების ფაქტი გუშინ მოხდა. ერთ -ერთი ვერსიით, საზარელ დანაშაულს თვითმხილვლი ჰყავს, რომელმაც მომხდარის შესახებ სავარაუდო მოძალადის ოჯახის წევრებს უამბო. ადგილზე პოლიცია სწორედ დაკავებულის შვილმა გამოიძახა.
“ჩემმა გოგომ რომ გაიგე ეს. შოკში ვიყავით, იმ გოგომ ისე სთქვა წავასწარიო და თქვენ თუ არა მე მივიღებ ზომებსო, ჩემმა შვილმა, მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა, ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო და ჩემმა შვილმა დარეკა, გოგომ. “ _ ამბობს დაკავებულის ცოლი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.