ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შეუწყნარებლობით გამოირჩევიან. ეს თვისება ხშირად დადებით როლს ასრულებს და მათ წინსვლასა და დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება. თუმცა, ოჯახურ ცხოვრებაში, შესაძლოა, ურთიერთობების გაფუჭების კატალიზატორი გახდეს. არ შეიძლება ქალი ვერძის დადანაშაულება იმაში, რომ ვერძი ქალები განქორწინებისკენ ისწრაფვიან. მიზეზი საკმაოდ მარტივია – მათი პარტნიორები არ ცდილობენ, შეიცვალონ. ამავდროულად, ამ ნიშნის წარმომადგენლები ახალ ურთიერთობებსა და ქორწინებებზე საკმაოდ ადვილად თანხმდებიან.
მორიელი
მგზნებარე მორიელებს ურთიერთობებში „ცეცხლი“ სჭირდებათ. ეს ქალები, როგორც წესი, დიდი ფიქრის შემდეგ თხოვდებიან, თუმცა, თავისი პრინციპებიდან გამომდინარე, მზად არიან, ქორწინება ელვის სისწრაფით დაასრულონ და გაყრის ინიციატორები გახდნენ. უმეტესად, ისინი თავიანთ პარტნიორებს ღალატს ვერ პატიობენ. იგულისხმება როგორც ფიზიკური ღალატი, ასევე მორალური შეცდომებიც.
ქალწული
გათხოვებისას ქალწულს ალალად სჯერა, რომ ეს ცხოვრების ბოლომდეა. მაგრამ თუ ოჯახურ ცხოვრებაში ეჭვები და მეუღლის მიმართ უნდობლობა გაჩნდა, მაშინ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს მკვეთრი შემობრუნება შეუძლიათ. ეს ქალი სიამოვნებით უძღვნის თავს ოჯახურ კერას, თუმცა, მათთვის პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ქალწული ოჯახის გარეშე უფოთლო ხეს ჰყავს, ამიტომ მეორე და თუნდაც მესამე ქორწინება მათ ცხოვრებაში არც თუ იშვიათი მოვლენაა.
მერწყული
ამ ქალებმა ოჯახური ღირებულებების შესახებ ყველაფერი იციან და თავიანთი პარტნიორებისგანაც იმავეს ითხოვენ. საერთო მიზნების შეუსაბამობა, სტაბილურობის ნაკლებობა – ამ ყველაფერმა, შესაძლოა, განქორწინება გამოიწვიოს. მერწყულები დიდი სიფრთხილით და გაჭირვებით, მაგრამ მაინც უშვებს თავის სამყაროში მათ, ვინც მის გაოცებასა და სტერეოტიპების დამსხვრევას შეძლებს. მათ ცხოვრებაში ყველაზე მყარი ქორწინება, ჩვეულებრივ, 35 წლის შემდეგ ხდება.
ავტორი