ფინეთი 4 აპრილს NATO-ს 31-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება. ინფორმაციას sky news ავრცელებს.
ინფორმაციას, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ადასტურებს.მისი თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, დროშის აღმართვის ცერემონიალიც გაიმართება
“ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ, ნატოს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის. შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხოდ იქნება”. – თქვა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში
როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტი საული ნიინისტო ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაწევრიანების ცერემონიალზე დასასწრებად სწორედ სამშაბათს ჩავა.
“ფინეთი, 4 აპრილს, ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების დოკუმენტს შეიტანს. დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო წარადგენს”, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.
ავტორი