არა მგონია თმის გადაპარსვა ამბის ატეხვად ღირდეს”, _ ასე ეხმაურება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის განცხადებას იმის შესახებ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარეს, თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.
,,წლების წინ, ჩემი ახლობელი დააკავეს, თმის ნაწილი შეღებილი ჰქონდა, პოლიციაში აგვიხსნეს, რომ საპატიმროში მისთვისვე უკეთესი იქნებოდა თმა გადაეპარსათ და გადაპარსეს კიდეც.
ასე იყო სულ და ეს არაა ახლა მოგონილი წესი.
არა მგონია თმის გადაპარსვა ამბის ატეხვად ღირდეს.
ვისაც რაიმე შეხება ჰქონია, იცის რომ ასე ხდება.”