სავსემთვარეობის დღეებში, მთვარის გავლენა დედამიწაზე მეტად მძაფრდება. ამიტომაც გაღიზიანება, დაძაბულობა და ენერგეტიკული დისბალანსი იმატებს.
სავსემთვარეობის დღეებში უფრო ემოციურები და სენსიტიურები ვხდებით, განსაკუთრებით კი ეს ზეგავლენას ქალბატონებზე ახდენს, ამიტომაც დღეს, ხვალ და ზეგ ეცადეთ მშვიდად იყოთ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში და ემოციები აკონტროლოთ, რადგანაც ამ დღეებში გამოწვეული კონფლიქტი შესაძლებელია უფრო მწვავედ დასრულდეს.
სავსე მთვარის დღეებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი საქმეების მიღება-წამოწყება რეკომენდებული არ არის.
თუმცა, სავსემთვარეობის შემდეგ, დაწყებული საქმეების დასასრულებლად კარგი პერიოდი დგება. ასევე კარგია დიეტის დაწყებაც, ვისაც წონის დაკლების სურვილი გაქვთ. _ წერს სოციალურ ქსელში ასტროლოგი.