4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი.
ამას ადასტურებს, იგივე, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევები – მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი, საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში, _ ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ღარიბაშვილი მოსამართლეებს შეხვდა – ეს შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.