ხშირად, თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გაცნობისას ჩაკეტილი და რთული პიროვნება გვგონია. თუმცა ახლოს გაცნობის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ ის საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია.
თხის რქის ერთ–ერთი მთავარი ღირსება, რის გამოც საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანი უწოდეს, მოთმინებაა. თუ რთული ხასიათი გაქვთ, ეს თხის რქისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ყურადღებით მოსმენა და მხარდაჭერა შეუძლია. ასევე შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის თქვენ საიდუმლოებებს შეინახავს. ასე რომ, თხის რქაზე უკეთეს მეგობარს ვერ იპოვით.
სიმართლე რომ ვთქვათ, თხის რქა ერთ–ერთი ყველაზე კეთილი არსებაა პლანეტაზე. ამ ნიშნის წარმომადგენელს წყენის დიდხანს შენახვა და გაბრაზება არ შეუძლია.
მას პატიება შეუძლია ისე, როგორც სხვა არავის. თუმცა მისი სიკეთის ბოროტად გამოყენება არ ღირს. მთავარია მასთან ურთიერთობაში გულწრფელი იყოთ.
უდაოდ, თხის რქის ნდობის მოპოვება ადვილი არაა, თუმცა თუ გამოგივათ, თქვენ ყველაზე საიმედო პარტნიორს შეიძენთ. ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან ერთგულია.
მასთან ურთიერთობის აწყობის და ოჯახის შექმნის არ უნდა შეგეშინდეთ. მართალია, თხის რქას საპასუხოდ სურს, რომ ის უყვარდეთ, აფასებდნენ და პატივს სცემდნენ.
თავგადაკლული მშრომელი – ასე შეიძლება თხის რქის დახასიათება. ის სამსახურს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება და ცდილობს, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს.
თხის რქა შესანიშნავი ხელმძღვანელი და უფროსია. ის ზრუნავს არა მხოლოდ თავისი ქვეშევრდომების სამუშაოს ხარისხზე, არამედ მათ კომფორტზეც. თუ თხის რქასთან მუშაობთ, შეგიძლიათ არაფერზე ინერვიულოთ.
ავტორი