ტყუპები
ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშანი! ტყუპები მერკურის შვილები არიან. ეს პლანეტა პასუხს აგებს ლოგიკაზე, ერუდიციასა და ინტელექტზე. სწორედ მერკურის წყალობით აქვთ ტყუპებს ასეთი ნათელი გონება და მკვეთრი ინტელექტი. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან, პატარა ტყუპი იჩენს ცნობისმოყვარეობასა და დაუჯერებელ წარმოსახვის უნარს.
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს დავალებების შესრულება სინათლის სიჩქარით, უწვრილესი დეტალების შემჩნევა და ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადიდან ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევა. მერკურიმ ტყუპები დააჯილდოვა ფენომენალური მეხსიერებით, ინფორმაციის სწრაფად ათვისებითა და გასაოცარი შორსმჭვრეტელობით.
თითქოს, თუ ტყუპების თავში მოიქექებით, იქ ნებისმიერ კითხვაზე იპოვით პასუხს. მიუხედავად თავისი გენიალობისა, ხშირად, ამ ნიშნის წარმომადგენელი ცხოვრებისეულ სიტუაციებში ნაკლებად ბრძენია. მიუხედავად ამისა, ასტროლოგებმა ტყუპებს ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნების რეიტინგში პირველი ადგილი მიანიჭეს.
ქალწული
ქალწული ტყუპების ინტელექტუალური დაა, რადგან ამ ორივე ნიშანს ერთი და იგივე მფარველი პლანეტა ჰყავს. მერკურიმ ქალწული ანალიტიკური გონებით, მკვეთრი და სწრაფად განვითარებადი ინტელექტით, გაანალიზებისა და დეტალებისადმი ყურადღების უნარით დააჯილდოვა. გამომგონებლობა და კრიტიციზმი ამ ნიშანს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევს.
დროის ფლანგვა ქალწულის საქმე არაა. მთელ თავის ცოდნას იგი გამოცდის და წვრთნის პრაქტიკაში, ხშირად ეშვება თავით მეცნიერებასა და სხვადასხვა კვლევაში. ისე მოხდა, რომ სწორედ ქალწულებისგან დგებიან საუკეთესო ექიმები.
მერწყული
მესამე, თუმცა არანაკლებ საპატიო ადგილი უჭირავს მერწყულს. ამ ნიშანს იცავს ურანი – პლანეტა, რომელმაც მერწყულებს ასეთი შესაშური გენიალურობა უბოძა. მერწყულს უყვარს ყველაფრის კეთება თავისი შეხედულებით. ერთი შეხედვით, ესაა შესანიშნავი უნარი იმ სიტუაციებში, როცა სამსახურის შესრულების ჩვეული გზა გამოუსადეგარია.
პატარა მერწყულები ყველაფერს ედებიან, მათ ღრუბელივით შემწოვი გონება აქვთ, ამიტომ სხვები ფიქრობენ, რომ ეს ბავშვები დედამიწელები არ არიან. მერწყული შეუპოვრად ადევნებს თვალ-ყურს ტექნოლოგიურ სიახლეებს და დროს ფეხს უწყობს.
ავტორი