“დაიწყეთ თქვენი მშობლების, საყვარელი ადამიანების რეგულარულად ჩაწერა. საკმარისი ტრანსკრიპტის მონაცემებით, ხმის სინთეზით და ვიდეო-მოდელებით, არსებობს 100%-იანი ალბათობა, რომ ისინი სამუდამოდ იცხოვრებენ ფიზიკური სხეულის დატოვების შემდეგ. შესაძლებელია ამის საშუალება წლის ბოლომდე უკვე არსებობდეს” – წერს “სილიკონის ველის” კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, პატრიკ დესაი.
პროექტი ადამიანის დეტალური მახასიათებლების ხელოვნურ ინტელექტში “ჩატვირთვას” გულისხმობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მაქსიმალურად რეალისტური კომუნიკაციის დამყარება, მათ შორის ვიდეოგამოსახულებით.