სტრასბურგში, ევროსასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი გამოეხმაურნენ გუშინ გაგზავნილ სარჩელს ევროსასამართლოში, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა გათავისუფლდეს რუსეთის მარიონეტული ხელისუფლების კლანჭებიდან.
„დღეს ჩვენ, ქართველმა ემიგრანტებმა თავი მოვიყარეთ ევროსასამართლოს წინ, სტრასბურგში და გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაგზავნილ სარჩელს ევროსასამართლოში, რათა მოხდეს სასჯელის დროებით გადავადება მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისთვის. მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე, რომელიც არის ყველაზე დიდი ტრაგედია ქართველი ერის. ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენი არჩევანი დღეს არის შელახული ბიძინა ივანიშვილის მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროსასამართლო გაითავლისწინებს მიხეილ სააკაშვილის ამ ტყვეობაში ყოფნას და გადაუვადებენ სასჯელს. ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ საქართველოს ევროინტეგრაცისი გზაზე და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში,“ – განაცხადეს სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა.