პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ აშშ-ს მთავრობა ახლოს არის საიდუმლო დოკუმენეტების გამჟღავნების იდენტიფიცირებასთან – ამის შესახებ CNN წერს
„როგორც იცით, მიმდინარეობს სრულფასოვანი გამოძიება, დაზვერვის საზოგადოება და იუსტიციის დეპარტამენტი უახლოვდებიან. მე არ მაქვს პასუხი თქვენთვის.” – თქვა ბაიდენმა, დუბლინში, ირლანდიის პრეზიდენთან შეხდრისას ჟურნალისტებთან, როდესაც სთხოვეს
აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შეშფოთებულია, რომ გაჟონვა მოხდა, მაგრამ სულაც არ აწუხებს მისი შინაარსი.
“მე არ მაწუხებს გაჟონვა. მე შეშფოთებული ვარ, რომ ეს მოხდა, მაგრამ არაფერია ისეთი, როგორც მე ვიცი, ამას რაიმე შედეგი მოჰყვება”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ბაიდენმა კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, როცა The Washington Post-მა ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელიც საიდუმლო ამერიკული სამხედრო დოკუმენტების მასიური გაჟონვის უკან დგას , მუშაობდა სამხედრო ბაზაზე და აქვეყნებდა ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საიდუმლოებებს ონლაინ ნაცნობთა ჯგუფში.
The Washington Post -ის რეპორტაჟი, მოიცავს ახალ საფუძველს უაღრესად გასაიდუმლოებული დოკუმენტების სავარაუდო გამჟღავნების იდენტიფიცირებაში – მათ შორის ზოგიერთი, რომელიც ასახავს აშშ-ს პესიმისტურ შეხედულებას უკრაინის ომის შესახებ – და გვაწვდის პირველ ცნობილ დეტალებს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი დამრღვევი, რომელმაც ბოლო დღეებში შეძრა ვაშინგტონი.
ავტორი