თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში, წუხელ სახანძრო ჯგუფი გამოიძახეს. კლინიკის ერთ-ერთ პალატაში, სავარაუდოდ, პაციენტმა ინვენტარის დაწვა სცადა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის” არის ცნობილი, მან ცეცხლი წაუკიდა პალატაში საწოლსა და თეთრეულს. კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავინ დაშავებულა.
“არაფერი არ იყო, დაკვამლიანება იყო და დამთავრდა ყველაფერი. ყველა და ყველაფერი კარგად არის. მეხუთე სართულზე იყო… შემთხვევით იყო”, – უთხრეს კლინიკაში “TV პირველს”.
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის განადგურებისთვის დგება.
წყარო: რადიო თავისუფლება