ვფიქრობ, დღევანდელი საღამო ამ მოხუცი ბებოსათვის დაუვიწყარი იქნება. იდგა მარჯანიშვილის მეტროს წინ იმ იმედით რომ მისგან ვინმე ბუშტებს შეიძენდა.
რამდენიმე წუთში მასთან ახალგაზრდა გოგო ბიჭები მიცვივდნენ, რაც კი ქონდა ხელში ბუშტები გამოართვეს სამჯერ მეტი ფული ჩაუთვალეს და სიხარულისგან ატირებული დატოვეს ეს ბებო. 2-3 წუთში კი სხვა გოგონები მივიდნენ ნაყინი და ტოსტერები მიართვეს გემრიელად ჩაკოცნეს და წამოვიდნენ.
არც კი იჯერებდა სიხარულისგან ატირებული ბებო ამ ამბავს.გასაოცარი სანახობა იყო თითქოს ყველას უნდოდა რამით დახმარებოდნენ მას…მე კი ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი როგორი დიდი ბედნიერების მინიჭება შეუძლია ადამიანისთვის სიკეთის კეთებას.
სასიხარულოა რომ ჩვენს ქვეყანას სიკეთით სავსე მომავალი თაობა ეზრდება… _ წერს სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.