იტალიაში, კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ხმელთაშუა ზღვაში მოტივტივე $440 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იპოვეს. – ამის შესახებ CNN წერს.
იტალიის ფინანსური პოლიციის ცნობით, ამოღებულია თითქმის 2 ტონა ნარკოტიკი.
ნარკოტიკი საგულდაგულოდ იყო დალუქული 70 წყალგაუმტარი მცურავი შეფუთვით, რომლებიც დაკავშირებული იყო და მოიცავდა სასიგნალო შუქის მოწყობილობას.
„ამ რაოდენობის ნარკოტიკების იდენტიფიცირება და შემდგომ ამოღება, ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა ეროვნულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ხელს უშლიდა ნარკოტიკების აღმოჩენას კრიმინალების მიერ შემდგომი უკანონო გაყიდვისთვის ეროვნულ ტერიტორიაზე, რაც მოიტანდა ძალიან მაღალ შემოსავალს. “- ნათქვამია განცხადებაში.
Guardia di Finanza-მ თქვა, რომ სავარაუდოდ კოკაინის შეფუთვები გადამზიდმა გემმა სპეციალურად დატოვა წყალში, რათა იგი ნარკო-ტრეფიკერებს ამოეღოთ და ნაპირზე გაეტანათ.
მათივე თქმით, ზღვაში ოპერაცია გრძელდება დამატებით მცურავი ნარკოტიკების პაკეტების აღმოსაჩენად.
CNN აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში ახალ ზელანდიაშიც მოხდა, სადაც ადგილობრივმა პოლიციელებმა ოკეანიდან 3 ტონამდე მოცულობის კოკაინი ამოიღეს.
ავტორი