დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც ვარკეთილში, 15 წლის გოგოს დაეჯახა. სამართალდამრღვევი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ტრაგედია რამდენიმე საათის წინ დატრიალდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი, არასრულწლოვანს, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მას სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.