ფეისბუქში გურამ ონიანის მოგონება გააზიარეს. აი, რას იგონებს ბატონი გურამი სვეტიცხოველში მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის მოსაძიებლად მისულ ექსპედიაციაზე.
გურამ ონიანი: მამა გაბრიელზე მართლაც ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ერთხელ სამთავროში დედებმა მიამბეს: თურმე სვეტიცხოველში არქეოლოგები შესულან მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის მოსაძიებლად.
გახსოვთ, ალბათ, კომუნისტების მეთოდი, რაიმეს რომ ამოიჩემებდნენ, მოკვდებოდნენ და შეასრულებდნენ.
სვეტიცხოვლის არქეოლოგიურ ექსპედიციას აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე ხელმძღვანელობდა. როგორც კი გათხრებს შეუდგნენ, ტაძარში ისეთი გუგუნი დაწყებულა, ვეღარ გააგრძელეს მუშაობა და შეშინებულები გამოცვივდნენ ეზოში. მეორე დღეს ისევ განაახლებინეს დაწყებული საქმე, რა თქმა უნდა, იძულებით. როცა მიწას თხრიდნენ, გუგუნთან ერთად, ტაძრის კედლებმა ისეთი ზანზარი დაიწყო, თითქოს მიწა იძრაო და შეშინებულმა ექსპედიციის წევრებმა ძლივს გამოასწრეს ტაძრიდან. კარგა ხნის შემდეგ, როცა არქეოლოგები მესამედაც აიძულეს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ, იგივე განმეორდა, ოღონდ ამჯერად ტაძარში ცეცხლის ალიც ავარდა და შიშით გულწასული მეცნიერები ფოფხვით გამოსულან ტაძრიდან.
“პრაიმტაიმი”