თუშეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი კაცი და მკვლელი ნათესავები და მეზობლები იყვნენ. მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.
გარდაცვლილი კაცი ნოდარ ნაკერაულია. მისი მკვლელი ჯაბა კააძე.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა, თანასოფლელი, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
მომხდარ ფაქტზე, დაწყებულია გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
“პრაიმტაიმი”