“რომ არა პრინციპული გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, უამრავი ბერკეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც, რომ თქვენი მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ, ეს იცით.
ამიტომ უბრალოდ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით. ამას ვერ ხვდებით. ტაში უნდა ამას კი, მართალია, დიდი მადლობა…
კომისიაშიც შემდეგ უამრავი ბერკეტი გვაქვს, მაგრამ აი ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, თქვენგან განსხვავებით და თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ. აი, ეგ არის ამბავი.” _ განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას.