ვერძი
როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშანს საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში პრობლემები არ აქვს. თუმცა თავქარიანობა და ცვალებადობა სანდო და ძლიერი ურთიერთობის აწყობაში ხელს უშლის. ასე ვერძი ერთ ურთიერთობას მეორეთი უსასრულოდ ცვლის, რასაც სრულ მარტოობამდე მიყავს. ისღა დარჩენია, წარსულს სინანულით გადახედოს და საკუთარ თავს ჰკითხოს, რატომ მოიქცა ასე.
კირჩხიბი
მგრძნობიარე და ემოციურ კირჩხიბს უჭირს ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელიც 100%–ით მოერგება. შედეგად, ასეთი ადამიანი იდეალს წლები ეძებს, მუდმივად ეჭვობს და პარტნიორში ნაკლოვნებებს პოულობს. ზოგჯერ სამომავლო ძიებაზე უარს გაცნობიერებულად ამბობს. მარტოობაში ბევრ დადებით მომენტს პოულობს.
ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენელი პოტენციური პარტნიორის მიმართ ძალიან მომთხოვნია. ჩვეულებრივ, იდეალური ადამიანის იმიჯი, ვისთანაც ოჯახის შექმნა შეიძლება, წინასწარ შექმნილი აქვს. პრობლემა იმაშია, რომ ასეთ ფანტაზიებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. დიდი მოლოდინების გამო რეალურ ხალხთან ურთიერთობას იმედგაცრუება მოაქვს. არჩევანის გაკეთების შემთხვევაშიც მეორე ნახევრის მიმართ (სხვა ოჯახის წევრების მიმართაც) მთელი რიგი პრეტენზიები აქვს.
თხის რქა
ამ ზოდიაქოს ნიშანს რთული ხასიათი აქვს, რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებაში ხელს უშლის. ხშირად თხის რქა, რომელმაც პარტნიორის პოვნის იმედი დაკარგა, ურთიერთობიდან ცხოვრების სხვა სფეროზე გადადის. სწორედ ამიტომ, თხის რქებს შორის ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია, რომლებიც საკუთარ სამუშაოზე „შეყვარებულნი“ არიან. თან ეს მოსწონთ.