დღეს საქართევლოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის მორიგი ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.
მათგან ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გურული დერბი იყო. ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „ბახმარომ“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება შეძლო. პირველი ტაიმი სტუმრებმა გიორგი ალიმბარაშვილის მიერ გატანილი პენალტით მოიგეს და მეორე ნახევრის ძირითადი დროც მათ სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ასევე ლანჩხუთელი თეიმურაზ ლორიას გაწვრთნილმა „ბახმარომ“ ბოლომდე იბრძოლა და ხვიჩა დიდიას დრუბლით (92-ე და 97-ე წუთები) მოიგო.
როგორც შარშანდელი გათამაშება, წელსაც ლიგა 3 ძალიან დაძაბული და საინტერესო უნდა იყოს. წარმატებები ორივე გურულ გუნდს.
აქვე გთავაზობთ სხვა მატჩების შედეგებსაც:
ჩიხურა 0 : 3 რუსთავი
ვარკეთილი 2 : 0 ბორჯომი
გორი 3 : 0 მაჭახელა
მეშახტე 0 : 1 შტურმი
შაბათი, 22 აპრილი
ლოკომოტივი 2 15:00 ირაო
არაგვი 16:00 ზესტაფონი
საბურთალო 2 16:00 მერანი 2 თბ.
ავტორი