“დამესხა თავს სამი პიროვნება, სამივე იყვნენ ნიღბებში, ორი დამესხა თავს, მესამე ვიდეოს იღებდა.”, _ ამის შესახებ სომეხთა სათვისტომოს პრეზიდენტი არტურ მირზოიანმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა
“დამესხა თავს სამი პიროვნება, სამივე იყვნენ ნიღბებში, ორი დამესხა თავს, მესამე ვიდეოს იღებდა. წამაქციეს მიწაზე, მიზანმიმართულად თავში, ზურგისა და მუცლის არეში მირტყამდნენ. ჩემ წინააღმდეგ ამ ქმედებას ვუკავშირებ ჩემს მოღვაწეობას, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს”,- ამბობს მირზოიანი.