23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, _ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.