ტურინში “იუვენტუსის” 1:0 დამარცხების შემდეგ “ნაპოლიმ” შეიძლება სკუდეტო 30 აპრილს მოიპოვოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მხოლოდ დროის საკითხია და მადლიერი გულშემატკივრები საყვარელი გუნდის დასახვედრად აეროპორტში წავიდნენ.
“33-წლიანი ლოდინი მალე დასრულდება, “ნაპოლი” ისევ ჩემპიონი გახდება. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე “მილანთან” მარცხისა, სპალეტის გუნდმა აბსოლუტური მხარდაჭერა და სიყვარული დაიმსახურა”, – წერს areanapoli.
“პრაიმტაიმი”