დედოფლისწყაროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთო მანქანა დაეჯახა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლი შემთხვევიდან ორ საათში თბილისში დააკავეს.
პირი, რომელიც დედოფლისწყაროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლს სატვირთოთი დაეჯახა, 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილია. შემთხვევა გუშინ, 23 აპრილს მოხდა,
რაც შეეხება მომხდარის მიზეზებს, “მთავარი არხის” ინფორმაციით, გიორგი გოჩიტაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალები სთხოვა, უარის შემდეგ კი მისი სახლის ჭიშკარს მეგობრის კუთვნილი სატვირთოთი დაეჯახა.
გარდა ამისა, “მთავარის” ინფორმაციით, გოჩიტაშვილმა დაკავებამდე გზად რამდენიმე, მათ შორის შსს-ს კუთვნილი მანქანაც დააზიანა.
ამჟამად გოჩიტაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.