სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ეძებს გამოსავალს იმ დელიკატური სიტუაციიდან, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ BRICS-ის სამიტი აგვისტოში დურბანშია დაგეგმილი წევრი ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ლიდერების მონაწილეობით, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დაესწროს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კი, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ეს საკითხი სამშაბათს, 25 აპრილს განიხილა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაპოზასმა, ფინეთის პრეზიდენტთან საული ნიინისტოსთან, რომელიც ვიზიტით პრეტორიაში იმყოფება.
ICC-ის გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს, რომელიც მოიცავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასაც.
„ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას, როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინვე გახდება საჯარო,“ – განაცხადა რამაპოზამ.
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი გამოსავალია, თუ ქვეყანას არ სურს რუსეთთან დაპირისპირება, არის სასწრაფოდ გასვლა ICC-ის ხელშეკრულებიდან. ამისათვის საჭიროა ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის უმრავლესობაც მმართველი აფრიკის ეროვნული კონგრესის პარტიაა.
პარტიის წევრების მიერ ამ საკითხის წინასწარმა განხილვამ შაბათ-კვირას აჩვენა, რომ უმრავლესობა გონივრული გადაწყვეტილებად მიიჩნევს ICC-ს დატოვებას.
სამხრეთ აფრიკელი დამკვირვებლების აზრით, ამ საქმეში სიურპრიზები არ არის. სამხრეთ აფრიკამ არ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ სურს კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მოსალოდნელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის აცილების მცდელობა.
თუმცა, უცნობია, წავა თუ არა ვლადიმერ პუტინი დურბანის სამიტზე. მარტის ბოლოს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ეს არ არის სამხრეთ აფრიკის პირველი მცდელობა გაწყვიტოს ურთიერთობა ICC-თან. 2016 წელს ქვეყნის ხელისუფლება მსგავს პრობლემას შეექმნა, როდესაც სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ICC ორდერის ქვეშ, უნდა დასწრებოდა აფრიკის კავშირის სამიტს პრეტორიაში.
მაშინ სამხრეთ აფრიკის უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია ICC-თან შეთანხმებიდან გამოსვლა არაკონსტიტუციურია და ქვეყანა დარჩა რომის სტატუტის პირობებში.
ავტორი