რუსეთი კრემლზე განხორციელებულ თავდასხმაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ “მსგავსი თავდასხმების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება არა კიევში, არამედ ვაშინგტონში ხდება”.
”კიევი აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მას ეუბნებიან,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე.
პესკოვმა არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება პრეტენზიების გასამყარებლად, მაგრამ მან თქვა, რომ მიმდინარეობს სასწრაფო გამოძიება.
აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თეთრ სახლი არ იყო გაფრთხილებული კრემლზე თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ეჭვქვეშ დააყენა კრემლის ბრალდებები.
უკრაინა ასევე უარყოფს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას.
ცნობისთვის, კრემლს გუშინ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს.