თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, სპეცოპერაცია სავარაუდოდ, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაიწყო და ადგილიდან დალუქული ტექნიკაც გაიტანეს.
სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, თუმცა ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. ამის შემდეგ მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს და მათი დახმარებით შევიდნენ შენობაში. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.