A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ, ხოლო 5 ქუჩა/გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
ტაქსის მძღოლებს გადაადგილება შეუძლიათ:
თამარ მეფის გამზირი; რუსთაველის გამზირი;პეკინის გამზირი; მოსკოვის გამზირი; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი;ქეთევან დედოფლის გამზირი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა;ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; მერაბ კოსტავას ქუჩა; ჟიული შარტავას ქუჩა; ანა კალანდაძის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა; მირიან მეფის ქუჩა;პეტრე იბერის ქუჩა.