https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სწავლა სწავლებისთვის – გაიცანით 19 წლის ტექნოლოგიების მასწავლებელი ფარცხანაყანევიდან

17:26; 11.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“მასწავლებლებს ზოგჯერ ისევ მოსწავლე ვგონივარ, მოსწავლეები კი აკაკი მასს, ხანდახან კი მხოლოდ აკაკის მეძახიან”, — გვიყვება 19 წლის აკაკი ფერცულიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ტექნოლოგიური კლუბის ტრენერი, პროგრამისტი, ტექნოლოგიური გზამკვლევი და უბრალოდ, დაუზარელი დამხმარე სკოლაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის.

საკუთარ სკოლაში ჯერ კიდევ 18 წლის მოსწავლის მასწავლებლად ქცევა რამდენიმე წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ ტექნოლოგიების ეპოქას ჩვენი წარმოდგენების გადაფასება სჩვევია და დღეს აქ ვართ _ სკოლაში, რომელიც ბავშვებისა და ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალზე ზრუნავს.

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა სკოლის დირექტორმა _ ვარდენ ნიქაბაძემ სასწავლო და ადმინისტრირების პროცესში სატესტოდ Google Classroom-ის გამოყენება გადაწყვიტა. ამას მოჰყვა სკოლაში ვებგვერდზე დაფუძნებული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, შემდეგ კი იყო 3D კლუბი, რომელსაც ტექნოლოგიების კუთხით აკაკის პირველი ნაბიჯები უკავშირდება.

სათამაშოების დაშლა-აწყობით, ენციკლოპედიების კითხვითა და ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული ინტერესით ცნობილმა აკაკიმ ახალ ხილს _ 3D პრინტერს ალღო მალევე აუღო და საკუთარი აწყობილი 3D გამოსახულება _ ფარცხანაყანევის მეორე სკოლის მაკეტიც დაბეჭდა.

აკაკი ფერცულიანი

მალე სკოლასა და მის დირექტორს, როგორც სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ნახევარფინალისტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 10 სასწავლო დრონი — DJI Tello Edu გადაეცა. ეს პროგრამირებით უკვე დაინტერესებული აკაკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმისათვის, რომ ტექნოლოგიებით უფრო მეტად დაინტერესებულიყო. მალე მან დირექტორთან ერთად პითონის გამოყენებით დრონების სამართავი პროგრამაც შექმნა. XI-XII კლასში უკვე დირექტორის ასისტენტი იყო და აქტიურად ჩაერთო ბავშვებისთვის დრონების მართვის სწავლის პროცესში.

“ეს დრონები, რომელიც დირექტორს გადასცეს, ისე კარგად შევისწავლეთ, რომ ბოლოს აპლიკაცია დავწერეთ მის სამართავად. ეს აპლიკაცია დრონის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა: აფრენის, მიმართულების მიცემის, ფოტოებისა თუ ვიდეოების გადაღებისა თუ სხვადასხვა მანევრის გაკეთების კუთხით”, _ ამბობს აკაკი ფერცულიანი.

ჰოსტი და ტრენერი

აკაკი XII კლასში იყო და უკვე რამდენიმე თამაში ჰქონდა შექმნილი, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, დაიწყო პროექტი: “ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”. პროექტი იწვევდა სკოლებს საქართველოს რვა რეგიონიდან იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ცოდნა კოდირებისა თუ ტექნიკური მეწარმეობის მიმართულებით. ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლამ, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის პითონის სწავლება გადაწყვიტა.

“პითონი აქტუალური პროგრამული ენაა, ბევრ რამეში გამოიყენება _ როგორც რობოტს აპროგრამებს, ისე აპროგრამებს ვებსაც. პირველ ეტაპზე ჰოსტი ვიყავი, რაც გულისხმობდა მოსწავლეთა მოტივირებას კურსის გასავლელად, ლაბორატორიის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვასა და მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფას. ცოტა ხანში, მონდომებისა და სწავლის საფუძველზე, ტრენერობა შემომთავაზეს. ჰოსტი როცა ვიყავი ჩანდა, რომ მეტი მინდოდა, რადგან მეტი ვიცოდი და ვვითარდებოდი. შემდეგ პროგრამირების მიმართულებით გადამამზადეს, შეამოწმეს ჩემი ცოდნა. ახლა უკვე მე თვითონ ვასწავლი ბავშვებს პითონსა და ვებ დეველოპმენტს”, _ გვიყვება აკაკი ფერცულიანი.

19 წლის მასწავლებელი

აკაკი ბავშვებს პროგრამირების საფუძვლებსა და ელექტრობას უხსნის, დაბალი კლასებიდან ასწავლის ბლოკურ პროგრამირებას და ამბობს, რომ ეს უფრო მოსახერხებელი და მარტივია მეოთხე კლასელებისთვის. მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასთან რობოტიკასა და ელექტრობას ხსნის, აქ ერთვება პროგრამირებაც, რობოტების დაპროგრამების კუთხით. უფრო ზედა კლასებში კი აკაკი ვებ დეველოპმენტისა და პითონის სწავლებაზე გადადის.

ისევე, როგორც ტექნოლოგიურ კლუბში, სკოლაში გამოცხადებულ სხვა კლუბებში სწავლა ნებაყოფლობითია. თავდაპირველად, როცა ტექნოლოგიური კლუბები სკოლაში ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო, მას შედარებით ცოტა მოსწავლე ესწრებოდა, ახლა კი მათი რიცხვი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

სკოლაში ამჟამად, დაახლოებით, 200 ბავშვი სწავლობს. აკაკი ფერცულიანი მათთვის ტექნოლოგიური გზამკვლევი და მაგალითია, თუ როგორ შეიძლება 19 წლის ასაკშიც კი დააგროვო ცოდნა და მისი სხვებისთვის გაზიარების გამბედაობაც გყოფნიდეს.

ტექნოლოგიური კლუბის ტრენერობა აკაკი ფერცულიანის ერთადერთი საქმიანობა არ არის. კლუბის ფარგლებში 9-12 კლასის მოსწავლეებს აძლევს თანამედროვე სამყაროში ძალიან საჭირო ცოდნას, თუმცა არც შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეები რჩება ყურადღების მიღმა.

აკაკის ტექნოლოგიურ გაკვეთილებზე თავისუფლება და კეთილგანწყობაა. ერთ-ერთ გაკვეთილს ვესწრებით, რომელიც სპორტ-დარბაზში ტარდება. აქ მეოთხე კლასელები, ბლოკური პროგრამირების დახმარებით, დრონების მართვას ახერხებენ. მათი ცელქი საქციელის საპასუხოდ აკაკის ეღიმება და ამბობს, რომ ხანდახან თვითონაც ბავშვად გრძნობს თავს (მით უფრო ამ კედლებში), ამიტომ უჭირს, რომელიმე მათგანს გაუბრაზდეს.

აკაკი ფერცულიანი მოსწავლეებთან ერთად

ბავშვებთან ურთიერთობისას მშვიდი და მეგობრულია, მის გაკვეთილებზე მოსწავლეები კომფორტულად არიან და როგორც თვითონ ამბობს, მოსწავლეებს თამაშში ხელს უბრალოდ ვერ უშლის, მეტიც, ხანდახან თვითონაც აქეზებს, რომ მეტი მხიარულება იყოს.

აკაკის ამ მიდგომებსა და სწავლების მეთოდებს ხელშესახები შედეგებიც აქვს. ტექნოლოგიურ კლუბში მისი კურსდამთავრებულები პითონის გამოყენებით თამაშებს წერენ და მეტიც, მისმა ორმა მოსწავლემ ნარჩენებისგან პატარა რობოტიც კი ააწყო. ეს ყველაფერი არდუნიოს (ელექტრონული კონსტრუქტორისა და პლატფორმის) დახმარებით, რომლითაც ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს ელექტრობას უხსნის.

ადგილზე ყოფნისას VI და VII კლასის მოსწავლეებმა _ ალეკომ და ნუგომ მათი რობოტის პროტოტიპი გვაჩვენეს და ასევე, გვიამბეს, თუ როგორ დაწერეს პითონის გამოყენებით მათი პირველი კომპიუტერული თამაში.

ალეკო და ნუგო

“ალეკოსა და ნუგოს შემთხვევა ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან მათ ძალიან კარგად აითვისეს ტექნოლოგიები. კიდევ ერთი მიღწევა ისაა, რომ მაღალ კლასებში ტექნოლოგიური აზროვნება შევიტანეთ და დავაახლოვეთ ბავშვები ამ სფეროსთან. შესაძლოა, თითოეული მათგანი არ წავიდეს ტექნოლოგიებში, თუმცა ამ მხრივ საბაზისო ცოდნა მაინც აქვთ. შესაძლოა, პროგრამირებას ალღო ვერ აუღონ, მაგრამ მოწყობილობაში რა და როგორ ხდება, ეს ცოდნა მაინც ექნებათ”, _ აღნიშნავს აკაკი.

პროგრამისტი

ტექნოლოგიებისთვის ალღოს აღება ყველას არ შეუძლია, მით უფრო, მაღალ კლასებში. ამის მიზეზად აკაკის წინაპირობის არქონა მიაჩნია და უფრო დიდ იმედებს შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეებზე ამყარებს. ამის მიუხედავად, ცნობისმოყვარეობისა და საკუთარი თავის გამოცდის სურვილის გამო, მის გაკვეთილებს ბევრი სტუმრობს და გამოწვევებით სავსე ტექნოლოგიური სამყარო ბევრსაც ითრევს. ეს აკაკიმ საკუთარ მაგალითზეც კარგად იცის.

„პროგრამირება და შეცდომა ერთ ხაზშია, თითქმის ერთი და იგივეა. ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ახალს იწყებ, არ არსებობს, რომ ერთი შეცდომა მაინც არ დაუშვა. ყველაზე კარგი მომენტია ამ შენ მიერ შექმნილ პრობლემებს რომ გადაჭრი, გამოასწორებ და ხედავ უზარმაზარ შედეგს. მაგალითად, თამაში ჩაირთო და მუშაობს. ამის შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო გიღვივდება, გინდა ნახო, კიდევ რა შეგიძლია. პროგრამირება არის პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა თანამედროვე სამყაროში და მინდა, ეს რაც შეიძლება მეტ ბავშვს გავაგებინო“, – ამბობს აკაკი.

აკაკი ფერცულიანი ეზოში მოსწავლეებთან ერთად

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, პროგრამისტებზე დიდი მოთხოვნაა. ეს სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ადამიანური რესურსის სიმწირითაა გამოწვეული.

აკაკი ფიქრობს, რომ დღეს შეუძლებელია ქვეყანა ამ პროფესიის წარმომადგენელთა რიცხვის ზრდის გარეშე განვითარდეს:

„ბავშვებს სკოლიდანვე თუ ეცოდინებათ ტექნოლოგიები, პროგრამირება, საშუალება ექნებათ, მალევე დასაქმდნენ და დიდი გამოცდილებაც მიიღონ. საკმაოდ მაღალშემოსავლიანია ეს სფერო და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია“.

მოწოდებით მასწავლებელი

„ჩემი ბავშვობის ინტერესებსაც რომ შევხედო, ყოველთვის მომწონდა, როცა ვინმეს რამეს ვასწავლიდი და ვუხსნიდი, მით უმეტეს, ტექნოლოგიების კუთხით“, _ გვიყვება აკაკი და აღნიშნავს, რომ სკოლაში მისთვის საყვარელი საგნები ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა იყო. ენციკლოპედიებშიც, ალბათ, ამას ეძებდა _ ახალ ინფორმაციას, რომელიც სხვებისთვის მოყოლად ღირდა.

დროთა განმავლობაში ტექნოლოგიები იქცა გამოწვევად აკაკისთვის და ამ მხრივ ცოდნის დაგროვების შემდეგ ახალი ამოცანა გარშემომყოფებისთვის ამ საჭირო ინფორმაციის გადაცემა იყო.

„მეტი ცოდნის მიღება იმის საშუალებაა ჩემთვის, რომ მეტი ცოდნა გავუზიარო სხვებს“, _ ამბობს აკაკი.

ტექნოლოგია აკაკისთვის ადამიანისა და ბუნების დამხმარეა. ერთი მხრივ, ის ამარტივებს ადამიანის საქმიანობას და მეტი შემოქმედებითობის ტოვებს სივრცეს, მეორე მხრივ კი, რაც უფრო განვითარებულია ტექნოლოგია, მით უფრო ოპტიმიზირებულია გარემოსთან. ამის მაგალითი ახალგაზრდა მასწავლებლისთვის ელექტრომანქანებია, რომელთა დახმარებითაც მომავალში ტრანსპორტი გარემოს ნაკლებად დააზიანებს.

დეზინფორმაციასთან მებრძოლი

ახალგაზრდა მასწავლებლის საქმიანობა მხოლოდ მომავალი თაობის ტექნოლოგიურ განათლებაზე ზრუნვით არ შემოიფარგლება. ის ხშირად საუბრობს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან და ცდილობს, ტექნოლოგიურ შიშებს სანდო ინფორმაცია დაუპირისპიროს. ეს ხდება თითქმის ყოველთვის, როცა სკოლის მასწავლებლებისა თუ უბრალოდ, უფროსი თანასოფლელების ტექნიკის შეკეთება ხდება საჭირო. ეს აკაკის ყოველდღიურობის ნაწილია და ალბათ, ხვედრიც _ როცა ტექნოლოგიები გესმის, მოწყობილობების შეკეთება შეგიძლია, ტექნიკური პრობლემის მქონე გარშემომყოფები შენ მოგმართავენ.

გარემო, რომელშიც აკაკი ფერცულიანი გაიზარდა და ცხოვრობს, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უამრავი მითითაა გაჯერებული. როგორც თვითონ ამბობს, ფარცხანაყანევში, შედარებით უფროს თაობასთან საუბრისას, არაერთ არასწორ დამოკიდებულებას აწყდება.

გარშემო ტექნოლოგიების ეშინიათ და ახალი მოწყობილობებისა თუ ციფრული სამყაროს მუშაობის პრინციპზე არასწორი წარმოდგენები აქვთ. ეს შეიძლება ეხებოდეს 5G ინტერნეტის საზიანობასთან დაკავშირებულ მითებსა თუ ზოგადად, სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობას.

მოწყობილობების შეკეთება და რთული საკითხების მარტივი ენით ახსნა არასდროს ეზარება:

„ვინმეს თუ კომპიუტერი გაუფუჭდება ან დაუზიანდება, მისი შეკეთებაც კი ჩემთვის გახდა ძალიან მარტივი. ხედავენ, რომ მარტივად ვაკეთებ ამ “რთულ” რაღაცებს და მგონია, ინტერესი უჩნდებათ. პარალელურად, ჩემ ირგვლივ ხშირად მიწევს ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ რასაც სმარტფონში, სოციალურ ქსელებში ხედავენ, ყველაფერი სიმართლე არ არის. ძველ თაობას ყველაფერი სარწმუნო ჰგონია, რასაც ინტერნეტში ხედავს. მათ დროს არ არსებობდა ეს ყველაფერი, არ იყო კომპიუტერული გრაფიკა და არავის შეეძლო ასე მარტივად, თუნდაც, კადრების დამუშავება“.

მომავლის პროგრამისტი და მასწავლებელი

როგორი შეიძლება იყოს მომავლის გეგმები ადამიანისთვის, რომელსაც სწავლაც მოსწონს და სწავლებაც?

„ჩემი სურვილები, სკოლის დამთავრების შემდეგ იქცა რეალობად. თან მასწავლებელიც გავხდი, თან ტექნოლოგიებიც ვიცი. შემდეგი ნაბიჯი არის მეტად განვვითარდე და ვიყო ძლიერი პროგრამისტი“, _ ამბობს აკაკი.

აკაკის უნდა, როგორც პროგრამისტმა, დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო როგორც მასწავლებელმა, ბავშვებისთვის მეტი ცოდნის გადაცემა შეძლოს.

„ჩემი მისწრაფებაა, ვიყო პროგრამისტი. მინდა უფრო ღრმად შევისწავლო ეს მიმართულება. მიუხედავად იმისა, საკითხი რა დონეზე ვიცი, მაინც ვერ ვკმაყოფილდები და ყოველთვის მაინტერესებს, უფრო შიგნით რა ხდება“, _ ამბობს ის და ამატებს, რომ უნდა ისეთი პროგრამა შექმნას, რომელიც გასაგები იქნება როგორც ახალი თაობისთვის, ასევე ხანშიშესული ადამიანებისთვისაც:

„იმის გამო, რომ საქართველოს ცოტა პროგრამისტი ჰყავს, მინდა საქართველოში ვიყო და ქართველ ხალხს დავეხმარო განვითარებაში“.

ფარცხანაყანევის მეორე სკოლის 19 წლის ტექნოლოგიების მასწავლებელი იმ იშვიათ ადამიანთაგანია, რომელსაც თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიური მაჯისცემა ესმის და პროგრესის კვალდაკვალ, ახალ რეალობებში ადაპტირების საჭიროებასაც აცნობიერებს. ამიტომაც, ერთულება ზუსტად იმის თქმა, რა იქნება შემდეგ, თუმცა, ერთი რამ მაინც ზუსტად იცის _ მის საქმიანობაში სწავლა და სწავლება, რაღაც ფორმით, ყოველთვის იქნება.

დღეს მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის #2 საჯარო სკოლა ის ადგილია, რომელიც ქართულ საჯარო სკოლებში ტექნოლოგიური ცვლილებების იმედს აჩენს. აქ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც ხშირად იყურებიან ცისკენ და თვალებით საკუთარ დაპროგრამებულ დრონს ეძებენ.

აკაკი ფერცულიანი ბავშვებს დრონის აფრენაში ავარჯიშებს

ევროკავშირის პროექტ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში“ ჩართვა და საკუთარ სკოლაში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბის გახსნა შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში მოქმედ საჯარო სკოლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ. ამისათვის რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი კი გვეუბნება: „დღეს ამ სკოლაში მყოფი ბავშვების 30% მაინც თუ აირჩევს ტექნოლოგიურ პროფესიას, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მთლიანად, ქვეყნისთვისაც“. ამ მიზნის მიღწევა 19 წლის მასწავლებელსა და ტრენერზეა დამოკიდებული, რომელიც სკოლას, მოსწავლეებს, ძველ თუ ახალ თაობას ჰპირდება, რომ მეტს ისწავლის იმისათვის, რომ მეტი ასწავლოს.

ავტორი: ხატია თორდუა

სტატია მომზადებულია პროგრამა EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ავტორს

აკაკი ფერცულიანი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უვარგისი გაყინული ქათმის ხორცი საქართველოს საზღვრიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

15:07; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რიონისპირა მდებარე ავარიული სახლის ფრაგმენტი ჩამოიშალა

14:56; 19 დეკემბერი, 2025

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ ყოფილი პრემიერის დაპატიმრება უკანონოდ გამოაცხადა

მერსედეს-ბენცის ქარხანაში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა (გერმანია)

ყველა სიახლე

მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

14:04; 20.12.2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20.12.2025
მსოფლიო

reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

12:41; 20.12.2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა- რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

11:37; 20.12.2025
პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:52; 20.12.2025
სამართალი

დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – დაკავებულია 1 პირი

10:49; 20.12.2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

10:17; 20.12.2025
ზაფრანი

ორი ყველაზე რთული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

10:07; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

10:01; 20.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების საყვარელი კერძები

9:55; 20.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საახალწლო საჩუქრები

9:47; 20.12.2025
პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო