უკრაინის ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან ომის დასრულებას ზამთრის წინ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა საინფორმაციო სააგენტო Report-თან ინტერვიუში განაცხადა.
”ზამთრისთვის ჩვენ გვინდა ომის სრულად დასრულება”, – თქვა მან.
კითხვაზე, დასრულდება თუ არა ომი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენით, მათ შორის ყირიმის განთავისუფლებით, დანილოვმა თქვა:
„ჩვენ გვაქვს საერთო გეგმა – გავათავისუფლოთ მთელი ჩვენი ტერიტორია ტერორისტებისგან, რომლებიც თავს დაესხნენ. ჩატარდება თუ არა ერთი ან მეტი ოპერაცია, ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, ჩვენ არ ვიქნებით შეზღუდული დროით, ვიბრძოლებთ რამდენიც საჭირო იქნება”.