რუსთავში, მტკვარში 30 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა, რისი შემჩნევის შემდეგაც, მოქალაქე შესაბამის სამსახურებს დაუაკავშირდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
ინფორუსთავის ინფორმაციითვე, ბიჭი 2 კვირის წინ თბილისში გაუჩინარდა და მას ოჯახი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.