უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩაფრინდა. კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს თავს დაესხას რუსეთის ტერიტორიას.
„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსეთის ტერიტორიას. კიევი არ უტევს რუსეთის ტერიტორიას. ჩვენ ვამზადებთ კონტრშეტევას უკანონოდ დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, – დასძინა ზელენსკიმ.
შოლცმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას “სანამ საჭირო იქნება” და როგორც ცნობილია, ზელენსკის დაჰპირდა 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას.