13 და 14 მაისს, კასპში ჩატარდა შეჯიბრი ჭიდაობა ძიუდოში გიორგი სააკაძის თასზე, სადაც მესამე საპრიზო ადგილი სამტრედიელმა ჯუდოკამ, ვეფხია წიქვაძემ დაიკავა.
ვეფხიამ, ჯამში, 6 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ხუთში დამაჯერებლად იმარჯვა და ღირსეულად გახდა მედალოსანი.
14 წლის ვეფხია წიქვაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-9 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა. წარმატებული სპორტსმენი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია ჭიდაობაში.
ვეფხიას მწვრთნელები არიან: ბესარიონ შვანგირაძე და ავთანდილ თარგამაძე.
ავტორი