მაისის თვეში, ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში. მასში მონაწილეობდა მსოფლიოს 10 ქვეყანა: ისრაელი, სომხეთი, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი და საქართველო.
საქართველოდან სხვა სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობდნენ სამტრედის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატეს ჯგუფის წევრები.
სამტრედიელმა ელენე ჭუმბაძემ გოგონათა შორის 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
ავტორი